მერის მოადგილე: ობუჯში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლ ობუჯში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის – ინფორმაციას მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ამ წუთებში ობუჯში, სამესხიოს უბანში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამსახური პირველი სართულის გადარჩენას ცდილობს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ვიქნები და დეტალებს გაგაგებინებთ. ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”- წერს თამარ ბელქანია