ჯვარში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

  • 29 ივნისს ქალაქ ჯვარში განახლებული ცენტრალური საფეხბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზურა გუმბარიძემ, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტეტმა ბაჩანა ქანთარიამ და პოლიტიკოსმა პეტრე ცისკარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია ფორმულა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა ტრიბუნები, საფეხბურთო მოედნის საფარი, დამონტაჟდა ახალი ტრიბუნა, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენებისათვის მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები. შეიცვალა განათების და წყლის სისტემები.

რეაბილიტაციის მეირე ეტაპზე უკვე თავად მუნიციპალიტეტი ჩაერთვება და გაკეთდება სარბენი ბილიკი და დამხმარე ნაგებობა.

დღევანდელ ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ანსამბლები: „ბედინერა“, ქალთა ანსამბლი “მაფშალია“ და ქორეოგრაფიული ანსამბლები- „მასქური“ და „იმედი“.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა.