ჯვარში აივნის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული მოქალაქე გუბერნატორის მოადგილეებმა მოინახულეს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორპისის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული მოქალაქე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ნინო ვიბლიანმა და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები პაციენტის მკურნალ ექიმს და საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს შეხვდნენ და დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.