ჭალესა და ფახულანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელი ფახულანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7623 მეტრს შეადგენს და მისი ღირებულება 5 962 796 ლარია.

ამ ეტაპზე დასრულებულია გრუნტის მოწყობის სამუშაოები, ასევე დასრულებულია სანიაღვრე არხების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.