წალენჯიხის მერმა 8 მარტი ქალბატონებს მიულოცა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების ქალბატონებს მიულოცეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 მარტთან დაკავშირებით, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს, რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.

100-100 ლარის ოდენობის თანხა საერთო ჯამში 100 წელს გადაცილებულ 5 ქალბატონს,

35 სასწრაფოსა და 112 საპენსიო ასაკის მედდას გადაეცა.