წალენჯიხაში 26 მაისს სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

დილის 11:00 საათზე, გრანელის სახლ-მუზეუმს კვირკველიების საგვარეულო კავშირი გრანელის ბიუსტს საჩუქრად გადასცემს.

13:00 საათზე,ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში საფუძველი ჩაეყრება ადგილს, სადაც ახლო მომავალში კვირკველიების გვარის შემოწირულობით გაიხსნება დეკანოზ მოსე კვირკველიას ბარელიეფი.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუსიკალური და სპორტული აქტივობები გაიმართება.

მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშების გამოფენები.

13:00 საათზე კონცერტი სხვადასხვა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით დაიწყება.

15:00 სთ.ქალაქ წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი-“ღვთისკაცი ექვთიმე”-ს ჩვენება გაიმართება.

სპორტული ღონისძიებები:

10:00 სთ.-ჭიდაობა(წალენჯიხის ჭიდაობის დარბაზი);

11:00 სთ.-მძლეოსნობა(გუგე ცანავას სახელობის პარკი);

11.00 სთ. მოყვარულთა ლიგა(ფეხბურთის ცენტრი და სასპორტო ცენტრი);

11:00 სთ.ჭადრაკი(საჩვენებელი თამაში წალენჯიხის ჭადრაკის სახლი);

12:00 სთ ფიტნესი(ძალოსნობა) წალენჯიხის გუგე ცანავას პარკი;

12:00 სთ. კინგბოქსინგი( ზღვაიას დასახელება)

13:00 სთ.მინი ფეხბურთი (წალენჯიხის სპორტკომპლექსის დარბაზი);

13:00 სთ.კალათბურთი-(წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკი);

15:00 სთ.მაგიდის ჩოგბურთი (გრანელის სახელობის პარკი);

16:00 სთ. ვაჟთა კალათბურთი(გრანელის სახელობის პარკი);

17:00 სთ. დომინო(ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული , საკლუბო გაერთიანების შენობა).

16:00 სთ.წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ფეხბურთის ცენტრალურ მოედანზე ფინალური შეხვედრა მოყვარულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება.