წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.

12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, სხვადასხვა სახეობის ჯამში 22,95 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 3,8 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულის“ უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა, ჯამში 1,07 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხე-ტყე დაილუქა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.