წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი გრიგალის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხეები.

უწყების ცნობით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახსნა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.