წალენჯიხაში საღამო-კონკურსი “ძველი ქართული კინო-მუსიკა” გაიმართა

  • ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილების ინიციატივით, გაიმართა საღამო-კონკურსი სახელწოდებით- ,,ძველი ქართული კინო-მუსიკა”, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგი ლალი ვაშაკიძე ორგანიზატორობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნების მუშაკები, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.

საღამო -კონკურსში მონაწილეობდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.