წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა

  • ქალაქ წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად საარჩევნო პროცესში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ. არჩევნებში 204-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭოში 18 წევრი აირჩია.

=საარჩევნო პერიოდში მერიის წარმომადგენლები ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ და თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სათემო საზოგადოებრივი საბჭოების ამოქმედების გამო.

შეხვედრებზე მერიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებისგან მათ უბნებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრები ქალაქ წალენჯიხაში, ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, რამდენიმე უბანში გაიმართა.