- დღეს, ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში ერთ-ერთ კორპუსს, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სახურავი მთლიანად გადახადა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.