ფახულანში სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მიმდინარეობს საშონიოს უბანში ხიდ-ბოგირის, ქალაღალის უბანში ნაპირსამაგრი გაბიონის, საგერგედაოს უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ასევე ფახულანში ხიდ-ბოგირისა და მილ-ხიდის მოწყობა.