ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

უწყების ცნობით, მოეწყო სანიაღვრე არხები, შიდა საუბნო გზებზე ჩატარდა მოხრეშვითი სამუშაოები, მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,2022 წელს სახელმწიფოს მიერ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობასთან კრებებისა და კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა.