სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ.

მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.

მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.

ინფორმაციისთვის: ძლიერი ქარის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს