ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი სრულად რეაბილიტირდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი სრულად რეაბილიტირდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროექტი ფორმულა ჯგუფისა და მერიის ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, გარე ფასადი, მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემა, განათებები, დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა, შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.