პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

  • პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.