ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა

  • ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც, მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

წალენჯიხის დელეგაციის წევრები შეხვდნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, სადაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, უნიკალური გამოცემები, ნაწარმოებების ილუსტრაციები.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიეტის მერია ავრცელებს