ლეარდიე, ლეჯანჯღესა და ნაგურუს უბანში წყლის მილები ამოიწმინდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულში ( ლეარდიე, ლეჯანჯღესა და ნაგურუს უბანში) წყლის მილები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

ასევე დაზიანდა ცენტრალური სამანქანე გზის საფარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა (ა)ი.პ. წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა დაზიანებული წყლის მილების შეცვლა.

ასევე ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და დაზიანებული გზის საფარი მოსწორდა.