ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ფრენბურთის სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე 17 პროექტი შეირჩა,აქედან 10 პროექტი დასრულდა დანარჩენი კი მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,გარეგანათებების მოწყობა, წყალგაყვანილობის მილების შეძენა,წისქვილის მშენებლობა და სხვა სამუშაოები.