დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა

  • ქალაქ ჯვარის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ნაგავმზიდი მანქანა დღეს, ოფიციალურად გადაეცა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაგავმზიდი მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

“აღსანიშნავია, რომ 7 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი “IVECO”-ს ფირმის ნაგავმზიდი მანქანა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს , შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ გადმოსცა. ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი და ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოემსახურება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.