გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

  • გადაუღებელი წვიმების, წყალმოვარდნების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლარას,ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მეწყერმა დააზიანა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები,ორ ჰექტრამდე მიწა დაიმეწყრა. უვარგისი გახდა სასმელი წყალიც.

მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და ჯგალი მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა.

გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.