- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად მოეწყობა ხიდ-ბოგირი.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 770 ათას ლარს შეადგენს.
პროექტი გარდამავალია და 2026 წელს დასრულდება.

