წალენჯიხის მერიამ ლელა ფიფიას მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრისით კიდევ ერთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ეწერში მცხოვრებ ლელა ფიფიას მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენა.

ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ოჯახს წარმატებები უსურვა.

პროგრამა გათვლილია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებით მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს სახლის აშენებას.

იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრებელი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს “ერთი თბილი ოთახის” მოწყობას.