წალენჯიხაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა ყვარელის, საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ბორჯომის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ; მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, მდინარეებზე – ინწირაზე, მტკვარსა და ხრამზე, უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

წალენჯიხის, მარნეულის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალებების – ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.