- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფახულანი-ქალაღალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი გზა 4 კილომეტრზე იგება.
ინფორმაციისთვის: საგზაო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

