უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

  • უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი, მეწყრული პროცესიების შედეგად ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები. პრობლემურ გზებზე მოძრაობა გახსნილია.

შექმნილ ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეათის სახელმწიფო რწმუბებული დავით ვერავა გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გაცემულია შესაბამისი დავალება და დილიდან მოხდება მიყენებული ზარალის დათვლა. რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.