საჩინოს თემის №1 სკოლის მშენებლობა დასრულდა

  • მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საჩინოს თემის №1 სკოლის მშენებლობა დასრულდა.

საჩინოს თემში №1 საჯარო სკოლა 30 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ეზო. მშენებლობა 1.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.