ეკოტურიზმის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • ეკოტურიზმის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ეკოტურიზმით დაინტერესებული პირები.

შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმის მომზადების პროცესში.

შეხვედრის ფორმატში შეიქმნა ფოკუსჯგუფები, რომლებიც ეკოტურიზმის განვითარების გეგმის სხვადასხვა ასპექტებზე იმუშავებენ.