- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გზაზე ასფალტის საფარი იგება, ასევე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ცხაურები და ეზოსთან მისასვლელები მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს ფოთის ქუჩაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და საკრებულოს წევრთან გიორგი ქარდავასთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციისთვის: პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. საგზაო ინფტასტრუქტურის გაუმჯობესება კი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

