- წალენჯიხამ პირველად „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი ორგანიზატორი კი კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი დავით ქირიაა.
ღონისძიება საზეიმოდ თეატრალიზებული წარმოდგენითა და ქართული მრავალჟამიერით გაიხსნა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიმართა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
4 წალენჯიხელიდან, რომელიც რინგზე იბრძოდა, გამარჯვება მოიპოვა გაბრიელ ბარამიამ და ზუკა მიქავამ.

