ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

  • წალენჯიხაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

წალენჯიხაში მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერრის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ჩვენი კვარტეტი”, მარიამ შენგელია და ჯგუფი MIX2RA, სოფო პაპუაშვილი, კვარტეტი “ოთხი” და დუეტი “ჯორჯია”. ღონისისების წამყვანები იყვნენ პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე იყვნენ.

საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და სხვა მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.