- 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს, არასამეწარმეო იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.