22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღესასწაულს მასპინძლობს.
იხილეთ ღონისძიების განრიგი:
- 11:00 საათზე – ტერენტი გრანელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
- 11:20 საათზე – გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართება ღონისძიება ტერენტი გრანელზე, რომელიც საქსაფონისა და ვიოლინოს თანხლებით წარიმართება;
- 12:30 საათზე – ბორის დავითაიას მოხსენება ლევან დადიანზე;
- 13:00 საათზე – მოძრაობის თეატრის მსვლელობა გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე;
- 13:30 საათზე – გუგე ცანავას სახელობის პარკში სხვადასხვა სპორტული აქტივობა დაიწყება;
- 14:00 საათზე – კონცერტი ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით;
- 14:00 საათიდან -ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული ერთეულები შემოდგომის დღესასწაულს წარმოადგენენ, ასევე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები;
- 17:30 საათზე – საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვება;
- 18:00 საათზე – შემაჯამებელ კონცერტს ბენდი „ურსა“ გამართავს;
- 19:20 საათზე – საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

