14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს.

“ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.”-ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.