ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, შიდა საუბნო გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი ხიდ-ბოგირის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 770 ათას ლარამდე თანხა გამოიყო, პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება.