- წუხელ, ღამით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის ვალერი ბაძაღუას ცხედარი.
მშობლიურ სოფელში მას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდები საპატიო ყარაულის სახით დახვდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიკს მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გლოვის ნიშნად დაშვებულია შავი ლენტით საქართველოს სახელმწიფო დროშები.
უწყების ცნობით, გადმოსვენების პროცესიას დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახლობლები და ნათესავები.
ვალერი ბაძაღუას სამხედრო წესით, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.