წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს:

“მოსახლეობის საყურადღებოდ! ქალაქში უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც პირდაპირ სანაგვე ურნებში უდიერად ყრიან და არღვევენ კანონს. მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზის გაფრთხილებისა, პრობლემა ისევ სერიოზულია. სამშენებლო ნარჩენი უნდა განთავსდეს კონკრეტულ ლოკაციებზე.

სამშენებლო მასალების (აგურის, ბლოკის, ცემენტისა თუ სხვა ნარჩენების) ჩაყრა სანაგვე ურნებში იწვევს პლასმასის კონტეინერების დაზიანებასა და ნაგავმზიდი მანქანების დიდი ხნით მწყობრიდან გამოსვლას. მათი შეკეთება კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მივმართავთ მოსახლეობას, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ პრობლემას.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.