- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტები განთავსდა საკრებულოს ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე, ამასთან განსახილველად გადაეცა საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს.
საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
1. 2025 წლის 19 ნოემბერი 12 : 00 საათი- საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისია.
2. 2025 წლის 20 ნოემბერი 12: 00 საათი -საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.
3. 2025 წლის 20 ნოემბერი 14: 00 საათი -საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა.
4. 2025 წლის 21 ნოემბერი 12: 00 საათი – საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის შემაჯამებელი სხდომა.
5. 2025 წლის 21 ნოემბერი 14: 00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალა“.
6. 2025 წლის 24 ნოემბერი 12:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.
7. 2025 წლის 24 ნოემბერი 14: 00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „წალენჯიხისათვის“.
8. 2025 წლის 24 ნოემბერი 15: 00 საათი – 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დასკვნის, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებების, შენიშვნებისა და შეფასებების წარმოდგენა საკრებულოს აპარატში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მ/წლის 25 ნოემბერისა.

