- წალენჯიხის მერია, სამძიმარს გამოთქვამს ოთხი ზუგდიდელი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მთელს ქვეყანას მომხდარ ტრაგედიას.
უწყების ინფორმაციით, წალენჯიხაში მერიის ეგიდით ამ დღეებში მიმდინარე ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გაუქმებულია.
ინფორმაციისთვის: ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.