წალენჯიხის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გუბა საჯაია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა გუბა საჯაიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი მერი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უმოკლეს ვადებში გადაჭრას შეძლებს.

გუბა საჯაიამ წალენჯიხელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.