- წალენჯიხელი ლუკა წულაია, Mohammed bin Zayed University of Artificial Intelligence-ში (MBZUAI), სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აბუ დაბიში მდებარეობს და ის მსოფლიოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს.
ლუკა კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია და საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი.