- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მესამე წელია გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 60-მდე სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას.
“ახალგაზრდებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წარმატებები უსურვეს.
ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროფესიის ფარგლებში, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები.
პროგრამაში მონაწილეთა ანაზღაურება 45 დღის განმავლობაში 750 ლარის ოდენობით განისაზღვრება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.