- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა.
შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას მოსახლეობას დღესასწაულს გალობით ულოცავდნენ.
მსვლელობისას შეგროვებული ნობათი კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

