- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიები იწმინდება ეკალ-ბარდებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
“დღეს, ქალაქ ჯვარში, ეწერში, მიქავასა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სახის სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
ტერიტორიების მოწესრიგება კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაჟორიტარი დეპუტატები და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

