- 23 მაისს, 12 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ, “აწარმოე საქართველოში” სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, მერიის სააქტო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა სააგენტოს პროგრამების შესახებ გაიმართება.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.