წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა.

დასუფთავების აქციის ფარგლებში პოლოეთილენის ბოთლების, პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ტერიტორიები.