წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართება

  • 29 მაისს, წალენჯიხაში, დასუფთავების აქცია გაიმართება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ:

• წალენჯიხის მერიის თანამშრომლები;

• მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;

• მერიას დაქვემდებარებული ა(ა)პების თანამშრომლები;

• ადგილობრივი ახალგაზრდები.

“ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და გავხადოთ ის უფრო სუფთა და მიმზიდველი”-აღნიშნულია ინფორმაციაში.