წალენჯიხაში ახალი წლის დღეები იწყება

  • 27 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: “ჩვენი კვარტეტი”, მარიამ შენგელია და ჯგუფი MIX2RA, სოფო პაპუაშვილი, კვარტეტი “ოთხი”, დუეტი “ჯორჯია”.

წამყვანები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.

საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.