“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრას პროგრამის კოორდინატორი თინიკო აბულაძე და ციფრული ელჩი რეგიონში ნინო გვაგვალია უძღვებოდნენ.

შეხვედრის თემა გახლდათ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება წალენჯიხაში.

აღინიშნა, რომ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ ჩატარდება ტრენინგები სოფლებში მოსახლეობასთან, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

“წალენჯიხაში პროგრამის სამიზნე დასახლებებს წარმოადგენს:

  • ჭალე, ჭველე, ეწერფერდი, ჯაღირა, ლარა, ლეშამუგე, ლეთკანთი, მახარია, მუჟავა, ნაკიფუ, ულურია, ოლორი, ფოცხო-ეწერი, საჩინო, სამესხიო, ზღვაია.

ინფორმაციისთვის: “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის “ამოცანა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების სწავლებაა.

+2