ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების ნაეკლესიარს (სადაც არქეოლოგიური ექსპედიცია 2023–2024 წლებში ჩატარდა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა “მთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრმა”, რომლის ხელმძღვანელი არქეოლოგი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, თამარ გიორგაძე გახლავთ.